მერაბ ჟორდანია: "მეორე დინამოს დაარსებას წინ ვერავინ აღუდგება" » სპორტის ხაზი

მერაბ ჟორდანია: "მეორე დინამოს დაარსებას წინ ვერავინ აღუდგება"

მერაბ ჟორდანია: "მეორე დინამოს დაარსებას წინ ვერავინ აღუდგება"
15-06-2024, 12:26
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და დინამო თბილისის ყოფილმა პრეზიდენტმა, მერაბ ჟორდანიამ პირველი არხის გადაცემა "ტაიმაუტში" ახალი დინამოს დაარსების შესახებ ისაუბრა.

როგორც ის ამბობს, რიგით მეორე დინამოს არსებობა არანაირი დარღვევა არ იქნება და ამის გაკეთებას მისი გარემოცვა სამომავლოდ აპირებს კიდეც:

ახლა დინამოში მიმდინარე მოვლენებ იმას ვერ შევადარებთ, რაც ჩემს დროს ხდებოდა. ამით არავისთვის არ მინდა შეურაცხყოფის მიყენება, თუმცა ჩემი შვილების მეგობრებს დაგეგმილი აქვთ, რომ ძველი დინამო აღადგინონ.

რომან ფიფია ამბობს, რომ მისი გუნდი ძველი დინამო არ არის, შესაბამისად, სადავო არაფერი იქნება. ცხადია, ორი დინამოს არსებობა კურიოზი იქნება, მაგრამ ამას წინ ვერავინ და ვერაფერი აღუდგება.

- თქვა მერაბ ჟორდანიამ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი