ატალანტა შარლე დე კეტელარეს შენარჩუნებას შეეცდება - რას იზამს მილანი? » სპორტის ხაზი

ატალანტა შარლე დე კეტელარეს შენარჩუნებას შეეცდება - რას იზამს მილანი?

ატალანტა შარლე დე კეტელარეს შენარჩუნებას შეეცდება - რას იზამს მილანი?
13-06-2024, 15:04
Aa Aa
გაზიარება:

მილანმა ბრიუგედან შეძენილი ტალანტი, შარლე დე კეტელარე 2023/2024 წლების სეზონში იჯარით ატალანტაში გაუშვა და ახალგაზრდა ფეხბურთელმა გასაოცარი სეზონი ჩაატარა.

დე კეტელარემ იტალიის სერია A-ში 10 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა, მაშინ როცა წინა სეზონში მილანის რიგებში მხოლოდ ერთი საგოლე გადაცემა ჰქონდა შესრულებული.

ცხადია, დე კეტელარეს ასეთი კარგი თამაშიდან გამომდინარე ატალანტას ხელმძღვანელობას ბელგიელის გამოსყიდვის სურვილი გაუჩნდა და საქმე სწორედ აქეთკენ მიდის.

როგორც ფაბრიციო რომანო წერს, მილანისთვის ახლა მთავარი ფულის შოვნაა, რათა ის ჯოშუა ზირკზეს ტრანსფერში დააბანდონ, ფინანსების მოგროვება კი დე კეტელარეს ატალანტაში გაშვებით ნამდვილად შეიძლება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი