კონტემ კვარაცხელიას დაურეკა - რა იყო მხარეებს შორის მთავარი სასაუბრო თემა? » სპორტის ხაზი

კონტემ კვარაცხელიას დაურეკა - რა იყო მხარეებს შორის მთავარი სასაუბრო თემა?

კონტემ კვარაცხელიას დაურეკა - რა იყო მხარეებს შორის მთავარი სასაუბრო თემა?
11-06-2024, 21:11
Aa Aa
გაზიარება:

ცნობილი იტალიური გამოცემის, La Gazzetta-ს ინფორმაციით, ნაპოლის ახალ მთავარ მწვრთნელ, ანტონიო კონტესა და ხვიჩა კვარაცხელიას შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

როგორც წყარო აღნიშნავს, იტალიელმა ქართველს დაურეკა და გუნდის სამომვალო გეგმები გააცნო, რითიც ახალგაზრდა შემტევი კმაყოფილი დარჩა.

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელის აგენტსა და პარტენოპის წარმომადგენლებს შორის ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს და დიდია ალბათობა, ხვიჩამ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ კონტრაქტი გაახანგრძლივოს.

ახლა კვარაცხელია მთლიანად ევროპის ჩემპიონატზე გადართული, რომელიც 14 ივნისს ოფიციალურად დაიწყება. საქართველოს ნაკრები თავის პირველ შეხვედრას კი 18 ივნისს, თურქეთის წინააღმდეგ გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი