AS: "ვალენსიას მხოლოდ მამარდაშვილი დარჩა" » სპორტის ხაზი

AS: "ვალენსიას მხოლოდ მამარდაშვილი დარჩა"

AS: "ვალენსიას მხოლოდ მამარდაშვილი დარჩა"
11-06-2024, 13:08
Aa Aa
გაზიარება:

ცნობილი ესპანური გამოცემა "AS" იმ ფაქტს ეხმაურება, რომ ევრო 2024-ზე "ვალენსიას" რიგებიდან მხოლოდ და მხოლოდ გიორგი მამარდაშვილი იასპერეზებს.

"მას შემდეგ რაც ბოლოს ვალენსიელებმა სანაკრებო ტურნირისას თავიანთი ფეხბურთელი იხილეს. ესპანეთის ეროვნულ გუნდში "ღამურებს" ყოველთვის ჰყავდათ წარმომადგენელი და არა მარტო იქ, არამედ სხვა ქვეყნებშიც.

"ევრო 2024-სთვის გაიამ ტრავმა მიიღო და გუნდს ვერ დაეხმარება, ოზკაჯარი კი განაცხადს მიღმა დატოვეს, შესაბამისად მხოლოდ და მხოლოდ გიორგი მამარდაშვილი წარადგენს "ვალენსიას" ევროპის მიმდინარე ჩემპიონატზე.

"რა თქმა უნდა, გიორგი საქართველოს ნაკრების სასტარტოს მეკარეა და ჩემპიონატზე გუნდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იქნება. თურქეთისა და საქართველოს მატჩში ვალენსიურ დერბს ვეღარ ვიხილავთ, რადგან ოზკაჯარიმ დაზიანება მიიღო.

"თურქეთის შემდეგ ქართველები ჩეხეთს დაუპირისპირდებიან, ბოლო ტურში კი პორტუგალიას. ჯვაროსნები F ჯგუფს აუთსაიდერების სტატუსით იწყებენ, მაგრამ მათგან ყველაფერია მოსალოდნელი. საქართველოს მიზანი ჩვენი გაკვირვება და 1/8 ფინალში გასვლაა".


- ვკითხულობთ სტატიაში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი