თუ კიტე არ გამოჯანმრთელდა - ვის დააყენებს სანიოლი ძირითადში თურქეთთან? » სპორტის ხაზი

თუ კიტე არ გამოჯანმრთელდა - ვის დააყენებს სანიოლი ძირითადში თურქეთთან?

თუ კიტე არ გამოჯანმრთელდა - ვის დააყენებს სანიოლი ძირითადში თურქეთთან?
10-06-2024, 20:07
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ კი მოვიგეთ, მაგრამ ერთი ცუდი რამ მოხდა, ოთარ კიტეიშვილმა მატჩის მეორე ტაიმში ტრავმა მიიღო და მინდორი ნაადრევად დატოვა. როგორც შემდეგში დაიწერა, ოთარის დაზიანება სერიოზული არ უნდა იყოს, თუმცა ჯერჯერობით დანამდვილებით არაფერია ცნობილი.

იმ შემთხვევაში თუ ოთარ კიტეიშვილს ტრავმა გაუმწვავდა ან დროზე ადრე ვერ გამოჯანმრთელდა, ვილი სანიოლს მის ჩასანაცვლებლად რამდენიმე ვარიანტი ექნება. ფრანგ სპეციალისტს შეეძლება, რომ კიტე მექვაბიშვილით, კვეკვესკირით, სიგუათი ან ალთუნაშვილით ჩაანაცვლოს.

ცხადია, ამ ოთხეულიდან ყველაზე დიდი შანსი ნიკა კვეკვესკირს ექნება, რომელიც სიის ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელია და ამ ფორმაციის ნაკრებთან არაერთი მატჩი აქვს გამართული. უბრალოდ, ქოჩორაშვილის, კვეკვესკირისა და ჩაკვეტაძის ტრიოთი ნაკრების შეტევას დამხმარე ძალა აუცილებლად მოაკლდება, ამ შემთხვევაში კი ალთუნაშვილის გამოყენება იქნება გამოსავალი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ზე თავის სადებიუტო შეხვედრას 18 ივნისს თურქეთის წინააღმდეგ გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი