ჰამით ალტინტოპი: "გეტყვით თუ რა გვაფრთხობს საქართველოს ნაკრებში" » სპორტის ხაზი

ჰამით ალტინტოპი: "გეტყვით თუ რა გვაფრთხობს საქართველოს ნაკრებში"

ჰამით ალტინტოპი: "გეტყვით თუ რა გვაფრთხობს საქართველოს ნაკრებში"
10-06-2024, 16:30
Aa Aa
გაზიარება:

მიუნხენის ბაიერნისა და თურქეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ჰამით ალტინტოპმა მოახლოებული ევროპის ჩემპიონატი შეაფასა და საკუთარი ქვეყნის შანსებზე ისაუბრა.

როგორც ალტინტოპი ამბობს, თურქეთს ჯგუფში იოლი გასეირნება არავისთან არ ექნება, მით უმეტეს საქართველოსთან, რომელსაც თურქები პირველივე ტურში ხვდებიან:

ჯგუფში ჩეხეთი, პორტუგალია და საქართველო გვყავს. ჩეხეთს სერიოზულად უნდა მივუდგეთ, რადგან მათთან ხუმრობა არ შეიძლება, პორტუგალიელებს კი შემადგენლობით ტურნირის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ჰყავთ.

რაც შეეხება საქართველოს, მათთან რთულ მატჩს ველით, რადგან ეს გახსნითი შეხვედრა იქნება და საფრთხეს სწორედ აქ ვხედავთ.

- თქვა ჰამით ალტინტოპმა.

შეგახსენებთ, რომ თურქეთისა და საქართველოს დაპირისპირება 18 ივნისს შედგება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი