ესპანური გამოცემა : "ნიუკასლი გამოირიცხა, თუმცა ინგლისური გრანდი მამარდაშვილს აკვირდება" » სპორტის ხაზი

ესპანური გამოცემა : "ნიუკასლი გამოირიცხა, თუმცა ინგლისური გრანდი მამარდაშვილს აკვირდება"

ესპანური გამოცემა : "ნიუკასლი გამოირიცხა, თუმცა ინგლისური გრანდი მამარდაშვილს აკვირდება"
10-06-2024, 14:50
Aa Aa
გაზიარება:

გიორგი მამარდაშვილი ამ ზაფხულს ნიუკასლ იუნაიტედში არ გადავა - ინფორმაციას ვალენსიასთან დაახლოებული წყარო ავრცელებს.

ინგლისელებს გაკეთებული შეთავაზების შემდეგ, აღარ სურთ ფასის გაზრდა და ქართველის ნაცვლად ახალგაზრდა ჯეიმს ტრაფორდის დამატებას შეეცდებიან.

ამ სიტუციის ფონზე, ესპანური გამოცემა დასძენს, რომ ლივერპული მამარდაშვილს აკვირდება და იმ შემთხვევაში თუ ალისონი ამ ზაფხულს კლუბს დატოვებს, გიორგი ბრაზილიელის ერთ-ერთი შემცვლელი იქნება.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის ფეხბურთელს ვალენსიასთან კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს, მისი სატრანსფერო ფასი კი 35 მილიონი ევროა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი