მონტენეგროს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტ პოსინეჩკიმ საქართველოსთან დამარცხების შემდეგ ჯვაროსნები შეაქო.
"ბელგიაში ვაჩვენეთ, რომ შეგვიძლია და გვინდა თამაში, რომ ფეხბურთელები თავდაჯერებულები არიან, მაგრამ დღეს ჩვენ პირველ ტაიმში ვერ შევძელით ბურთის გაკონტროლება და დომინირება.
"ჩვენს მეტოქეს წარმოუდგენელი გადასვლები ჰქონდა და კონტრშეტევებზე კარგად თამაშობდა. პირველი გოლი კუთხურიდან გავუშვით, შემდეგ კი ავნერვიულდით, რაც ასეთ დროს გასაგებია, მაგრამ ეს არ გვამართლებს.
"საქართველო ნაკრები არის გუნდი, რომელიც პატივისცემას იმსახურებს. ეს ძალიან კარგად ორგანიზებული ნაკრებია. მე ვუყურე მათ ბოლო ოთხ მატჩს, განსაკუთრებით საბერძნეთის წინააღმდეგ ევროპლეი-ოფის ფინალში. ქართველებმა პენალტების სერიით მოუგეს გუნდს, რომელიც შესაძლოა, მასზე უფრო ძლიერი იყო.
'აშკარაა, რომ მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა შესანიშნავი ნაკრები ჩამოაყალიბა და ძალიან კარგი მოთამაშეები შეკრიბა. ისიც ჩანს, რომ გუნდში კარგი ატმოსფერო აქვთ და იციან, რა უნდათ. ეს ძალიან რთული თამაში იყო.
"საქართველო ისეთი დონის ნამდვილად აღარ არის, როგორიც წლების წინ გვახსოვს. ეს არაა მხოლოდ „ნაპოლის“ თავდამსხმელის, კვარაცხელიას გუნდი, მათ სხვა მაღალი კლასის ფეხბურთელებიც ჰყავთ და ეს დღესაც გამოჩნდა“
– აცხადებს რობერტ პროსინეჩკი.