საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გერმანიაში გამგზავრების წინ საკონტროლო მატჩი პოდგორიცაში, მონტენეგროს ნაკრებთან გამართა. „ჯვაროსნებმა“ მატჩი დამაჯერბლად ჩაატარეს და 3:1 გაიმარჯვეს.
გოლები ოთარ კიტეიშვილმა, გიორგი მიქაუტაძემ და ბუდუ ზივზივაძემ გაიტანეს.
აღსანიშნავია ის ქმედება, რომელიც მონტენეგროს ნაკრებმა მატჩის შემდეგ გააკეთეს. 90 წუთის ამოწურვის შემდეგ, მთავარ აბრაზე როგორც ყოველთვის მატჩის ანგარიში იწერება, თუმცა მონტენეგროელებმა საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე წარმატება უსურვეს - "საქართველო, წარმატებები ევროზე"
იხილეთ ფოტო: