ძოძუაშვილი: "ნაკრები ევროპის ფინალს ითამაშებს, იცით რა მაძლევს ამის თქმის საშუალებას?" » სპორტის ხაზი

ძოძუაშვილი: "ნაკრები ევროპის ფინალს ითამაშებს, იცით რა მაძლევს ამის თქმის საშუალებას?"

ძოძუაშვილი: "ნაკრები ევროპის ფინალს ითამაშებს, იცით რა მაძლევს ამის თქმის საშუალებას?"
9-06-2024, 19:14
Aa Aa
გაზიარება:

18 ივნისს, საქართველოს ეროვნული ნაკრები ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. "ჯვაროსნების" პირველი მეტოქე თურქეთის ნაკრები იქნება.

გათამაშების დაწყებამდე ორი კვირით ადრე კი ქართული ფეხბურთის ერთ-ერთმა ლიდერმა, რევაზ ძოძუაშვილმა "სპორტი იმედზე" სტუმრობისას ევრო 2024 ზე და ჩვენი ნაკრების შანსებზე ისაუბრა.

რამდენიმე დღის წინ ვთქვი, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალში ითამაშებს. რატომ? სხვა ნაკრებებს რომ ვაკვირდები, მათ ჰყავთ მბაპე, რონალდო, ვინისიუსი, მაგრამ შემდეგ მახსენდება, რომ ჩვენ გვყავს ხვიჩა, მამარდა, ზურიკო, მიქაუტაძე...

გარდა ამისა კარგი მწვრთნელი, რომელმაც დიდი სამუშაო ჩაატარა და მარტის თამაშებზე ყველას დაუმტკიცა, რომ ეს გუნდი ჩამოსაწერი არ არის
.


შეგახსენებთ, რომ ძოძუაშვილი საბჭოთა კავშირთან ერთად 1972 წელს ევროპის ჩემპიონატის ფინალშიც იყო, სადაც ვერცხლის მედალი მოიპოვა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი