ხვიჩას აღიარება: "ხანდახან ეს სიმძიმეს მანიჭებს, მაგრამ შემიძლია თავის მართვა" » სპორტის ხაზი

ხვიჩას აღიარება: "ხანდახან ეს სიმძიმეს მანიჭებს, მაგრამ შემიძლია თავის მართვა"

ხვიჩას აღიარება: "ხანდახან ეს სიმძიმეს მანიჭებს, მაგრამ შემიძლია თავის მართვა"
9-06-2024, 16:42
Aa Aa
გაზიარება:

მედიაში ვრცელდება ამონარიდი ჩემპიონთა ლიგის შედგენილი ჟურნალიდან, რომლის ერთ-ერთი მონაწილე გმირი ხვიჩა კვარაცხელიაა.

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ნაპოლის ლიდერი იმ ტვირთისა და ზეწოლის შესახებ საუბრობს, რომელსაც ის ფეხბურთის თამაშისას გრძნობს ხოლმე:

არის პერიოდები, როდესაც მხრებზე დიდ ტვირთს, სიმძიმესა და წნეხს ვგრძნობ, თუმცა მათთან გამკლავება მაინც შემიძლია. ფეხბურთს 11 კაცი თამაშობს და მოედანზე გუნდელებთან ერთად გასვლისას ყველა ტიპის ზეწოლა ნეიტრალდება.

ნაპოლიში თამაში ჩემთვის დიდი მიღწევა და პასუხისმგებლობაა. აქ მარადონა ძალიან უყვართ და ნამდვილად დიდებულია, როდესაც ასეთ გენიალურ ფეხბურთელს გადარებენ.

- თქვა ხვიჩა კვარაცხელიამ.

ნაპოლის 77-ე ნომერმა იტალიის ჩემპიონატის 2023/2024 წლების სეზონში პარტენოპეის მაისურით 11 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა. ბოლო პერიოდში კვარას პსჟ სერიოზულად აკვირდება და ფრანგები მზად არიან, რომ ქართველში 60 მილიონი ევრო გადაიხადონ, თუმცა დე ლაურენტისი ჯერჯერობით ფეხბურთელის დათმობას არ აპირებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი