ინგლისელი ფანები: "თუ ჯგუფიდან გახვალთ, ჩვენ თბილისში საზეიმოდ ჩამოვალთ" » სპორტის ხაზი

ინგლისელი ფანები: "თუ ჯგუფიდან გახვალთ, ჩვენ თბილისში საზეიმოდ ჩამოვალთ"

ინგლისელი ფანები: "თუ ჯგუფიდან გახვალთ, ჩვენ თბილისში საზეიმოდ ჩამოვალთ"
9-06-2024, 12:32
Aa Aa
გაზიარება:

უცხოურ Youtube-არხზე, კერძოდ Thogden-ზე ახალი ვიდეო ევრო 2024-ის შესახებ გამოქვეყნდა და იუთუბერებმა თითოეული ნაკრებიდან ყველაზე ძლიერი ფეხბურთელი დაასახელეს.

ცხადია, ჩვენი ნაკრებიდან საუკეთესოდ ხვიჩა კვარაცხელია შეირჩა, წამყვანებმა კი ისიც თქვეს, რომ პლეიოფში კვალიფიცირების შემთხვევაში, ისინი საქართველოში ჩამოვლენ და წარმატებას ხალხთან ერთად იზეიმებენ:

საქართველოს ყველაზე ძლიერი და გამორჩეული ფეხბურთელი 23 წლის ხვიჩა კვარაცხელიაა, რომელმაც სერია A-ში ნაპოლისთან ერთად 11 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა.

თუ ეს ქვეყანა შეძლებს და ჯგუფურ ეტაპს გადალახავს, ჩვენ საქართველოში ჩამოვალთ და გამარჯვებას თქვენთან ერთად ვიზეიმებთ.

- ამბობენ იუთუბერები.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ზე პირველ შეხვედრას 18 ივნისს გამართავს, მეტოქე კი თურქეთი იქნება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი