მამუკა ჯუღელი გვაფრთხილებდა - ოსიმენი მართლა საუდის არაბეთში გადადის? » სპორტის ხაზი

მამუკა ჯუღელი გვაფრთხილებდა - ოსიმენი მართლა საუდის არაბეთში გადადის?

მამუკა ჯუღელი გვაფრთხილებდა - ოსიმენი მართლა საუდის არაბეთში გადადის?
9-06-2024, 11:04
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე თვის წინ, ხვიჩა კვარაცხელიას აგენტმა, მამუკა ჯუღელმა საჯაროდ თქვა, რომ ვიქტორ ოსიმენი ნაპოლიდან კარიერას საუდის არაბეთის რომელიმე მდიდარ კლუბში გააგრძელებდა, სიტუაცია კი მართლა აქეთკენ მიდის.

მიუხედავად იმისა, რომ ნიგერიელი ფორვარდით არაერთი გრანდია დაინტერესებული (პარი სენ-ჟერმენი, ჩელსი, არსენალი), აურელიო დე ლაურენტისი ოსიმენს 130 მილიონ ევროდ აფასებს, ამდენის გადახდას კი ჩამოთვლილი კლუბებიდან არცერთი არ აპირებს.

სწორედ აქ ჩნდება საუდის არაბეთი და ალ აჰლი, რომელსაც ტრანსფერში დიდი ოდენობის ფინანსების დახარჯვა ნამდვილად არ ენანება. ისინი მზად არიან, რომ დე ლაურენტისს ყველანაირი მოთხოვნა დაუკმაყოფილონ და ოსიმენში 130 მილიონი ევრო გადაიხადონ, რაც ტრანსფერს საკმაოდ რეალურს ხდის.

ცხადია, ვიქტორი ჯერ ძალიან ახალგაზრდაა და საუდის არაბეთში წასვლა არ სურს, თუმცა მისი საფასურის გადახდას ვერავინ ახერხებს, რაც ნიშნავს იმას, რომ ჯუღელის ნათქვამი მართლდება და ოსიმენი მართლაც საუდის ლიგისკენ მიიწევს, რადგან მას სხვა ვარიანტი უბრალოდ არ რჩება.

შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ოსიმენმა სერია A-ს 2023/2024 წლების სეზონში ნაპოლის მაისური 25-ჯერ მოირგო, რა დროშიც მან 15 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი