სანიოლი: "გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც საუკეთესო ფორმაში არ არიან" » სპორტის ხაზი

სანიოლი: "გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც საუკეთესო ფორმაში არ არიან"

სანიოლი: "გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც საუკეთესო ფორმაში არ არიან"
8-06-2024, 23:52
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ავსრიაში სავარჯიშო სესია დაასრულა. დღეს, 8 ივნისს ჯვაროსნებმა ბოლო ვარჯიში ბოლო ვარჯიში ჩააარეს. ვილი სანიოლიმ შეკრება შემდეგი სიტყვებით შეაჯამა.

"ფეხბურთის ფედერაციამ შესანიშნავი შეკრების ორგანიზება მოახერხა. გვქონდა შესაძლებლობა გვემუშავა ისე, როგორც ჩვენ გვსურდა. მონტენეგროსთან მატჩი ევროპის ჩემპიონატამდე ბოლო შეხვედრაა. გვინდა, რომ ამ თამაშმა მეტი თავდაჯერება მოგვცეს.

"თუმცა, ვიცით, რომ ჯერ 100 პროცენტით მზად არ ვართ. გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც საუკეთესო ფორმაში ამ ეტაპზე არ არიან. შეკრებაზე 26 ფეხბურთელის წაყვანის გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი იყო.

"საქართველო აქამდე არასდროს ყოფილა ასეთ ტურნირზე. ვერ შევძლებდი შეკრებაზე 30 ფეხბურთელის წაყვანას და ტურნირამდე რამდენიმე დღით ადრე 4 მოთამაშისთვის ოცნების წართმევას. მართალია, კვერკველიას მცირე პრობლემები აქვს, თუმცა ის ინდივიდუალურად ემზადება და ტურნირისთვის მზად იქნება.

"გიორგი გველესიანი ბოლო პერიოდში შემოგვიერთდა, ჯერ არ უთამაშია, თუმცა მონტენეგროში თავის გამოჩენის საშუალება მიეცემა"


- ვილი სანიოლი


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი