კახა ცხადაძე: "ხვიჩა რეალს კი არა, ყველაზე მეტად ამ გუნდს მოუხდებოდა" » სპორტის ხაზი

კახა ცხადაძე: "ხვიჩა რეალს კი არა, ყველაზე მეტად ამ გუნდს მოუხდებოდა"

კახა ცხადაძე: "ხვიჩა რეალს კი არა, ყველაზე მეტად ამ გუნდს მოუხდებოდა"
7-06-2024, 16:29
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა, კახაბერ ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიასთვის მაქსიმალურად შესაფერისი კლუბი დაასახელა:

ვიცი, რომ ხვიჩა რეალს გულშემატკივრობს, მაგრამ, ჩემი აზრით, მისი ხილვა ყველაზე კარგი ბარსელონაში ან მიუნხენის ბაიერნში იქნებოდა.

ვფიქრობ, კვარაცხელია ყველაზე მეტად სწორედ ამ გუნდებს შეესაბამება სტილის კუთხით. ახლა თუ ხვიჩა რეალში გადავიდოდა, მაშინ მათ ვინისიუსის გაყიდვა 300 მილიონად მოუწევდათ.

- თქვა კახა ცხადაძემ.

თავად ცხადაძე ახლა აზერბაიჯანის გაბალას წვრთნის. რაც შეეხება კვარაცხელიას, მას პარი სენ-ჟერმენი აქტიურად აკვირდება და ფრანგები მზად არიან, რომ ხვიჩას სანაცვლოდ დე ლაურენტისს 60 მილიონი ევრო გადაუხადონ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი