საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, კახაბერ ცხადაძე ეროვნული გუნდისა და ლუქსემბურგის ხვალინდელ დაპირისპირებაზე კომენტარს აკეთებს.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჯაბა კანკავა გუნდში დაბრუნდა. ეს საქართველოს ნაკრების მწვრთნელების და ხელმძღვანელობის მხრიდან მიღებული ძალიან გონივრული გადაწყვეტილებაა. მისი გამოცდილება, ბროლისუნარიანობა ჩვენს ნაკრებს ძალიან დაეხმარება."
"რა თქმა უნდა, ორი აზრი არ არსებობს, რომ ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ნაკრების უდიდესი ძალაა. განსაკუთრებით მაშინ, როცა ახლა, ასეთ, ძალიან მაგარ ფორმაშია. თუმცა, ის ფაქტი, რომ ლუქსემბურგთან შეხვედრაში კვარა მონაწილეობას ვერ მიიღებს, უკვე გასაგებია და ყველამ უნდა გადავხარშოთ. ამაზე, აქცენტი აღარ უნდა გაკეთდეს."
"მეტოქე მაქსიმალურად უნდა დავაფასოთ და ფსიქოლოგიურად სწორად მოვემზადოთ. საშინაო კედლებში ვთამაშობთ, სტადიონი სავსე იქნება და მთელი ქვეყანა ამ მატჩის გარშემო ერთიანდება. ამიტომ, ფეხბურთელებმა, ამ საერთო ემოციებს სწორი მიმართულება უნდა მისცენ და გამარჯვება შეძლონ. მე მჯერა, ჩვენი ფეხბურთელების პროფესიონალიზმის და იმის, რომ ემოციებს საშუალებას არ მისცემენ ხელი შეუშალონ ამ მიზნისკენ სვლაში", - ამბობს კახა ცხადაძე
კახაბერ ცხადაძის კომენტარი Belive-მ გაავრცელა.