ცნობილმა საფეხბურთო გამოცემამ, Fourfourtwo-მ ხვიჩა მსოფლიოს საუკეთესო 10 მარცხენა გარემარბი დაასახელა.
აღსანიშნავია, რომ ამ სიაში მოხვდა ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია. მეტიც, ნაპოლის ლიდერი მსოფლიოს მესამე საუკეთესო ვინგერად დასახელდა.
კვარაცხელიამ ძალიან დიდი როლი ითამაშა სკუდეტოს მოგებაში. იმ სეზონშიც და ახლაც, ხვიჩა გუნდის ლიდერია. ამას ემატება საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე გასვლა.
გეტყვით იმასაც, რომ გამოცემამ საუკეთესო ვინგერად ვინისიუს ჟუნიორი დაასახელა, მეორე ადგილზე რაფა ლეაუა, მესამე ადგილს კი როგორც უკვე ვახსენეთ ხვიჩა კვარაცხელია ამთავრებს.