"კონტეს ახალი აზარი იქნება" - ხვიჩას პოზიცია იტალიელის სათამაშო სქემაში » სპორტის ხაზი

"კონტეს ახალი აზარი იქნება" - ხვიჩას პოზიცია იტალიელის სათამაშო სქემაში

"კონტეს ახალი აზარი იქნება" - ხვიჩას პოზიცია იტალიელის სათამაშო სქემაში
6-06-2024, 22:35
Aa Aa
გაზიარება:

ოფიციალურად დადასტურდა, რომ ახალი სეზონიდან ნაპოლის ანტონიო კონტე გაწვრთნის, რომელსაც პირველ რიგში პარტენოპეის სათამაშო სქემის შეცვლა სურს.

ამაზე ilmionapoli-ც ალაპარაკდა, რომელმაც სქემის ცვლილებასთან ერთად ხვიჩა კვარაცხელიაზე და მის როლზეც ისაუბრა.

"კონტეს ძალიან უყვარს 3-5-2 სქემით თამაში, იტალიელი ამ ტაქტიკითაა ცნობილი. თუმცა, სხვა გუნდებისგან გასნხვავებით, ეს ნაპოლია, სადაც რესურსი მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს.


საინტერესოა ხვიჩა კვარაცხელიას როლი კონტეს ახალ სათამაშო სქემაში. ასეთ სიტუაციაში, თუ ქართველის მაქსიმუმის ხილვა გსურს, ის მარცხენა ვინგერად უნდა დააყენო. მისი დრიბლინგი, ტექნიკა, დარტყმა - ეს კონტესთვის ახალი არ იქნება, რადგან ჩელსიში ასეთი ედენ აზარი გახლდათ. ამიტომ ხვიჩას შეუძლია კონტეს აზარი გახდეს.


შეგახსენებთ, რომ კონტემ ჩელსისთან ერთად 2016-17 წლებში პრემიერ-ლიგა მოიგო. იმდროს გუნდი 3-4-3 თამაშობდა, სადაც სრული თავისუფლება ჰქონდა ედენ აზარს, რომელიც მარცხენა ფლანგიდან ცენტრამდე მოქმედებდა. სწორედ, ასეთ შესაძლებლობებზე და როლზე საუბრობენ ხვიჩას შემთხვევაშიც.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი