Opta Analyst-მა ევრო 2024-ის F ჯგუფის შესახებ დაწერა და აღნიშნა, რომ ამ ოთხეულიდან საქართველოს ნაკრები ჩამოსაწერი სულაც არაა:
საქართველოს საკვალიფიკაციოზე ბურთების ცუდი შეფარდება ჰქონდა. ისინი 5 ნაკრებიდან მეოთხეზე გავიდნენ, თუმცა ევროზე მაინც კვალიფიცირდნენ, რაშიც მათ ერთა ლიგა დაეხმარათ.
ეს ქვეყანა ევროზე ერთადერთი დებიუტანტი იქნება. ცხადია, მათი მთავარი საფრთხე ხვიჩა კვარაცხელიაა, რომელსაც საკვალიფიკაციოზე ჟერემო დოკუსთან ერთად ყველაზე ბევრი დრიბლინგი ჰქონდა განხორციელებული (44).
მიუხედავად იმისა, რომ საქართველო თავისი ჯგუფის ფავორიტი არ არის, ამ ნაკრების ჩამოწერა არ შეიძლება. სუპერკომპიუტერმა საქართველოს ჯგუფიდან მესამე ადგილით გასვლის 37% მიანიჭა.
- წერს გამოცემა.