ანტი რეკორდი? - რამდენი მონაწილე ეყოლება საქართველოს ოლიმპიადაზე? » სპორტის ხაზი

ანტი რეკორდი? - რამდენი მონაწილე ეყოლება საქართველოს ოლიმპიადაზე?

ანტი რეკორდი? - რამდენი მონაწილე ეყოლება საქართველოს ოლიმპიადაზე?
4-06-2024, 23:57
Aa Aa
გაზიარება:

სულ რაღაც თვე ნახევარში პარიზში ოლიმპიადა აიღებს გეზს, სადაც, რა თქმა უნდა, საქართველოს ნაკრებიც მიიღებს მონაწილეობას.

თუმცა უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ამ დროისთვის საფრანგეთში გარანტირებულად 24 სპორტსმენი მიდის, რაც ჩვენი ქვეყნის ანტი რეკორდია.

ჯერ გაოფიციალურებული არ არის, მაგრამ ძიუდოს გუნდურ ჩათვლაში წელს საქართველო პირველად მიიღებს ოლიმპიადაზე მონაწილეობას და მათ ლიცენზია პრაქტიკულად მოპოვებული აქვთ.

"ვაილდ ქარდის" (მონაწილეობის უფლება) შანსი რამდენიმე სპორტში გვაქვს. ცურვასა და მძლეოსნობაში 2-2-ის. გარდა ამისა შესაძლებელია კალათბურთელებმაც მოიპოვონ ოლიმპიადაზე გასვლის უფლება იმ შემთხვევაში ჯიკიჩის გუნდი რიგის ტურნირზე მოახერხებს თავის გამოჩენას.

ძალიან მცირე, თუმცა არის შანსი იმისა, რომ სამოყვარულო კრივშიც ავიღოთ "ვაილდ ქარდი".

1996 წლიდან, მას შემდეგ რაც საქართველო დამოუკიდებელი ქვეყნის სტატუსით გამოდის ოლიმპიადაზე, ქართველები შემდეგი რაოდენობის სპორტსმენებით გამოდიოდნენ:

ატლანტა 1996 – 34 მონაწილე
სიდნეი 2000 – 36
ათენი 2004 – 32
პეკინი 2008 – 35
ლონდონი 2012 – 35
რიო 2016 – 40
ტოკიო 2020 – 35
პარიზი 2024 – 24 (4 ივნისის მონაცემებით)


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი