ყველაფერი სასტუმროზე, რომელშიც საქართველოს ნაკრები EURO 2024-სას დაბინავდება » სპორტის ხაზი

ყველაფერი სასტუმროზე, რომელშიც საქართველოს ნაკრები EURO 2024-სას დაბინავდება

ყველაფერი სასტუმროზე, რომელშიც საქართველოს ნაკრები EURO 2024-სას დაბინავდება
4-06-2024, 22:00
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის დროს გერმანიაში სასტუმრო "Parkhotel Velbert"-ში დაბინავდება და იქვე მოემზადება.

ეს 4 ვარკსვლავიანი სასტუმროა, რომლის პერსონალიც ქართველების დასახვედრად დიდი ენთუსიაზმით ემზადება.

"HOGAPAGE"-თან ინტერვიუში სასტუმროს დირექტორმა პიტერ გებჰარდტიმ აღნიშნა, რომ სამზადისში ყველაზე დიდ სირთულეს ფეხბურთელებისთვის შესაბამისი რაოდენობის ყინულით უზრუნველყოფის საკითხში წააწყდნენ.

"ნაკრების მასპინძლობაზე განაცხადი 6 წლის წინ შევიტანეთ. ურთიერთობა გვქონია უეფასთან და სხვადასხვა ნაკრებებთან, მაგრამ თავიდან არაფერი გამოგვივიდა. მხოლოდ და მხოლოდ საკვალიფიკაციო ფლეი ოფის შემდეგ, ბოლო წამს გამოჩნდა საქართველოს ნაკრების მიღების ვარიანტი.

"სავარჯიშო პირობებისა და შესაბამისი საცხოვრებლიდან გამომდინარე, ჩვენს სასტუმროს მათთვის დამაკმაყოფილებლის სტატუსი მიენიჭა. მათი ვიზიტი მოიცავს ჩვენს ჩვენი მომსახურეობის სრულ პაკეტს, ორი რესტორნისა და ორი დიდი ტერასის ჩათვლით. გარდა ამისა გვაქვს 7 საკონფერენციო დარბაზი.

"ჩვენი პერსონალი ქართველების ჩამოსვლას მოუთმენლად ელის. ყველაფერი მოვამზადეთ, რომ თავი ისე იგრძნონ, როგორც საკუთარ სახლში. იდეალურად გვაქვს ყველანაირი ნიუანსი გათვლილი.

"საინტერესოა სამზარეულიც, სადაც სპეციალური კერძები გვაქვს, ისეთი ინგრედიენტებით, რომლებიც უკვე შეთანხმებული გვაქვს.

"ყინულის თემა? უკეთ გეტყვით, ფეხბურთელებს ყოველდღიურად აღდგენისთვის 250 კგ ყინული სჭირდებათ, რისი უზრუნველყოფაც ჩვენი მაცივრებით არ შეგვეძლო. ამისთვის სპეციალური, დიდი სიმძლავრის დანადგარების შეძენა დაგვჭირდა.

"გარდა ამისა, ნაკრებთან კონფიდენციალურად შევათანხმეთ პერიმეტრის დაცვის გეგმაც, რომელიც მათი ჩამოსვლის დღიდან იქნება ამოქმედებული", - აცხადებს სასტუმროს დირექტორი.

ყველაფერი სასტუმროზე, რომელშიც საქართველოს ნაკრები EURO 2024-სას დაბინავდება




კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი