ოფიციალურად გაირკვა, რომ UFC-ის ქართველი მებრძოლი, გურამ ქუთათელაძე ოქტაგონს 4 აგვისტოს დაუბრუნდება.
როგორც დაიწერა, ქართველი მებრძოლის მოწინააღმდეგე წარმოშობით პალესტინელი, მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატების სახელით მოასპარეზე აბდულ-კარიმ ალ-სელვადი იქნება.
ქუთათელაძის მომავალ მეტოქეს ჯამურად 19 ბრძოლა აქვს გამართული, საიდანაც მან 15-ჯერ მოახერხა გამარჯვების მოპოვება.
რაც შეეხება თავად გურამ ქუთათელაძეს, მან 16 ბრძოლა გამართა და აქედან 12 მოიგო, კონკრეტულად UFC-ში კი გურამს მხოლოდ ერთი მოგება აქვს.