ბრიტანელები: "საქართველო ფარული ძლიერი ძალაა, ხვიჩა კი მათი საკვანძო კაცი" » სპორტის ხაზი

ბრიტანელები: "საქართველო ფარული ძლიერი ძალაა, ხვიჩა კი მათი საკვანძო კაცი"

ბრიტანელები: "საქართველო ფარული ძლიერი ძალაა, ხვიჩა კი მათი საკვანძო კაცი"
4-06-2024, 11:26
Aa Aa
გაზიარება:

ბრიტანულმა გამოცემამ, კერძოდ Twenty3-მა ევრო 2024-ის ის ნაკრებები დაასახელა, რომლებისგანაც გულშემატკივარი განსაკუთრებულს არაფერს ელის, თუმცა სინამდვილეში ამ გუნდებს ბევრის გამწარება შეუძლიათ.

გამოცემამ ასეთ ნაკრებებში ალბანეთი, ჩეხეთი, საქართველო, რუმინეთი, სლოვენია და სლოვაკეთი შეიყვანა. აი, რას წერენ ისინი საქართველოს შესახებ:

ევროპის ჩემპიონატზე თამაში საქართველოსთვის უკვე დიდი მიღწევაა. აღმოსავლეთ ევროპელებმა პლეიოფის ფინალში ბერძნები დაამარცხეს და ტურნირის საგზური მოიპოვეს. ვილი სანიოლი და მისი ბიჭები გერმანიაში გასამართ ტურნირზე მონაწილეობითაც კი უნდა იყვნენ კმაყოფილები, თუმცა ყველაფერი ასე მარტივად არაა, რადგან საქართველომ ბოლო მატჩებში დაამტკიცა, რომ საკმაოდ გამართული ნაკრებია როგორც დისციპლინით, ისე ტექნიკური შემსრულებლებით.

მაგალითად, საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართველ ფეხბურთელებზე (336) მეტი დრიბლინგი მხოლოდ ისრაელმა განახორციელა (346). გარდა ამისა, კონტრშეტევაზე წამოწყებული შეტევის შემდეგ მხოლოდ პორტუგალიამ შეძლო კარში ზუსტად მეტჯერ დარტყმა (2.07 - 3.07).

ცხადია, ამ ნაკრების საკვანძო კაცი ხვიჩა კვარაცხელიაა, რომელმაც საკვალიფიკაციოზე მარტომ 104 დრიბლინგი განახორციელა! ხვიჩამ თავისი ნაკრებისთვის 4 გოლი გაიტანა და ევრო 2024-ზე მოხვედრაში უდიდესი წვლილი შეიტანა.

- წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ საქართველო პირველ მატჩს თურქეთთან 18 ივნისს გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი