სად იქნება კვარაცხელიას ადგილი კონტეს ნაპოლიში - ზუსტი ვარაუდი » სპორტის ხაზი

სად იქნება კვარაცხელიას ადგილი კონტეს ნაპოლიში - ზუსტი ვარაუდი

სად იქნება კვარაცხელიას ადგილი კონტეს ნაპოლიში - ზუსტი ვარაუდი
4-06-2024, 10:11
Aa Aa
გაზიარება:

ანტონიო კონტე ნაპოლის ახალი მწვრთნელია და სიახლის გაოფიციალურებამდე აღარაფერია დარჩენილი. იტალიელი სპეციალისტი ფრანჩესკო კალცონას ახალი სეზონიდან ჩაანაცვლებს და სერია A-ში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება.

ბევრ მწვრთნელს ახასიათებს კონკრეტული სქემა და ტაქტიკა, კონტესთვის კი მიმზიდველი ყოველთვის 3-მცველიანი ტაქტიკა იყო, სადაც განაპირა მცველებს განსაკუთრებული ყურადღება ექცევათ. მაგალითად, კონტე ბოლოს ტოტენჰემში მუშაობდა და მის გაწვრთნილ გუნდს მანჩესტერ სიტი ჰყავს დამარცხებული, იტალიელის სქემა კი ასეთი გახლდათ, - იხილეთ ფოტო

სად იქნება კვარაცხელიას ადგილი კონტეს ნაპოლიში - ზუსტი ვარაუდი


3-4-2-1 ტაქტიკა ისაა, რასაც კონტე ყველაზე ხშირად იყენებს, კვარას ადგილი კი არა გამოკვეთილად ფლანგზე, არამედ ოდნავ სიღრმისკენ იქნება, ზუსტად იქ, სადაც სონი თამაშობს.

ამდენად, მოსალოდნელია, რომ კვარას ფუნქციები კლუბსა და ნაკრებში ერთმანეთს დაემსგავსოს. ხვიჩა მეტად პლეიმეიკერი გახდება, მეტად სიღრმისკენ შეიწევს და მეტი თავისუფლება ექნება. გასაკვირი სულაც არაა, რომ კონტემ დე ლაურენტისს ხვიჩას შენარჩუნება მოსთხოვა, რადგან ქართველი ახალი ფორმაციის ნაპოლის ნამდვილი ლიდერი უნდა იყოს, მის ნაცვლად კი ამ ტვირთს სხვა ვერავინ იკისრებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი