კვეკვესკირი: "ერთი რამ უნდა ვაღიარო, ამას პირველად ვამბობ და მხოლოდ ახლობლებმა იცოდნენ" » სპორტის ხაზი

კვეკვესკირი: "ერთი რამ უნდა ვაღიარო, ამას პირველად ვამბობ და მხოლოდ ახლობლებმა იცოდნენ"

კვეკვესკირი: "ერთი რამ უნდა ვაღიარო, ამას პირველად ვამბობ და მხოლოდ ახლობლებმა იცოდნენ"
4-06-2024, 01:00
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ნიკა კვეკვესკირმა "რუსთავი 2"-ს დღემდე უცნობი გაუმხილა.

"რაღაც უნდა ვაღიარო, ამას პირველად ვამბობ, მხოლოდ და მხოლოდ ახლო ადამიანებმა იცოდნენ. ზუსტად გადაწყვეტილი არ მქონდა, თუმცა საბერძნეთთან მარცხის შემთხვევაში სანაკრებო კარიერის დასრულებას ვაპირებდი.

"ყველაფერი იმიტომ მქონდა გადაწყვეტილი, რომ ეს იყო ჩვენი თაობის ბოლო შანსი და არა იმიტომ, რომ თავი ამოწურული მქონდა. ნაკრების მაისურის ტარებით თავს აბჯრიან ჯარისკაცად ვთვლი.

"მაისურზე შიგნიდან "მე ვარ საქართველო" გვაწერია, გარედან კი საქართველოს დროშაა დატანილი ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიის ჩათვლით. ეს ისეთი სიმბოლიკაა, რომელსაც მატჩის წინ უყურებ და რა გრძნობაც გეუფლება, ამას სიტყვიერად ვერ აღვწერ", - აცხადებს ნიკა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი