იტალიური მედია: "საქართველოს შეკრული გუნდი ჰყავს" » სპორტის ხაზი

იტალიური მედია: "საქართველოს შეკრული გუნდი ჰყავს"

იტალიური მედია: "საქართველოს შეკრული გუნდი ჰყავს"
4-06-2024, 00:44
Aa Aa
გაზიარება:

ერთ-ერთი იტალიური გამოცემა "Virgilio" მკითხველებს EURO 2024-ზე მოასპარეზე ნაკრებებს ახლოდან აცნობს და ამჯერად ვილი სანიოლის გუნდის ჯერიც დადგა.

"საქართველო ევროპაზე ისტორიაში პირელად იასპარეზებ და ისინი F ჯგუფში პორტუგალიის, თურქეთისა და ჩეხეთის ნაკრებებს დაუპირისპირდებიან. ვილი სანიოლის მოთამაშეების მიზანი ჩვენი გაოცებაა, რადგან, როგორც ცნობილი ანდაზა ამბობს, მადა ჭამაში მოდისო.

"ლუქსემბურგისა და საბერძნეთის ნაკრებების დამარცხების შემდეგ "ჯვაროსნები" პირველი ევროპის ჩემპიონატისთვის დიდი სიხარულით ემზადებიან.

"ვილი სანიოლის შეკურლი ნაკრები ჰყავს, რომელიც ძირითადა 3-5-2 ტაქტიკით ასპარეზობს. მწვრთნელის მთავარი დასაყრდენი გიორგი მამარდაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია არიან. ქართველი მეკარე "ვალენსიას" ღირსებას იცავს და ლა ლიგის 2023/24 წლების სეზონის საუკეთესო მეკარედ დასახელდა.

"რაც შეეხება კვარას, იგი გუნდის ვარკსვლავია და "ნაპოლის" ისტორიაში მე-3 სკუდეტოს მოპოვებაში ლომის წვლილი შეიტანა. მიმდინარე სეზონი მისთვის ისეთი კარგი არ გამოდგა, როგორც გასული, მაგრამ 20-ზე მეტ საგოლე მოქმედებაში მიიღო მონაწილეობა და შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედაც 10-ჯერ დასახელდა.

"კვარას გარდა ქართველები იტალიაში მოასპარეზე კიდევ ერთი ფეხბურთელით წარსდგებიან ევროპის პირველობაზე. საუბარია "კრემონეზეს" ლუკა ლოჩოშვილზე, გარდა ამისა გუნდის კაპიტანი გურამ კაშიაც გამოსარჩევია.

"ქართველები, დიდი ალბათობით, ხვიჩასა და ბუდუ ზივზივაძის დუეტით შეუტევენ. ბოლოთხსენებულმა თავდამსხმელმა "კარსრუელს" რიგებში მიმდინარე სეზონში 11-ჯერ მოახერხა მეტოქის კარის დალაშქვრა", - ვკითხულობთ სტატიაში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი