მბაპე: "ჰალა მადრიდ - ვერავინ გაიგებს როგორი აღტაცებული ვარ" » სპორტის ხაზი

მბაპე: "ჰალა მადრიდ - ვერავინ გაიგებს როგორი აღტაცებული ვარ"

მბაპე: "ჰალა მადრიდ - ვერავინ გაიგებს როგორი აღტაცებული ვარ"
3-06-2024, 22:45
Aa Aa
გაზიარება:

დღეს "რეალმა" ოფიციალურად დაადასტურა, რომ კილიამ მბაპე მომავალი სეზონიდან მათ ღირსებას დაიცავს.

გთავაზობთ ფრანგი ვარსკვლავის პირველ კომენტარს ყველაფრის გაოფიციალურების შემდეგ.

"ოცნება ამიხდა და ამით ვამაყობ - ჩემი ოცნების კლუბის ნაწილი გავხდი. ვერ აღვწერ, როგორი გახარებული ვარ.

"მადრიდისტებო, ერთი სული მაქვს როდის შეგხვდებით. მადლობა ასეთი ქომაგობისთვის. ჰალა მადრიდ!", - წერს აწ უკვე "რეალის" თავდამსხმელი კილიან მბაპე.

ფრანგმა "სამეფო კლუბთან" კონტრაქტი 2029 წლის ივნისამდე გააფორმა. მის მონაგარში მიმდინარე სეზონში 44 გოლი და 10 საგოლე გადაცემაა, რომელთა შესრულებაც 48 მატჩში მოახერხა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი