41 მილიონი გიორგის სანაცვლოდ - ნიუკასლმა უდიდესი ნაბიჯი გადადგა » სპორტის ხაზი

41 მილიონი გიორგის სანაცვლოდ - ნიუკასლმა უდიდესი ნაბიჯი გადადგა

41 მილიონი გიორგის სანაცვლოდ - ნიუკასლმა უდიდესი ნაბიჯი გადადგა
3-06-2024, 17:42
Aa Aa
გაზიარება:

პედრო მორატა წერს, რომ ნიუკასლ იუნაიტედმა ვალენსიას გიორგი მამარდაშვილის სანაცვლოდ 41 მილიონი ევრო შესთავაზა!

აქამდე იწერებოდა, რომ დაინტერესებული კლუბები ამდენის გადახდას არ აპირებდნენ და ვალენსიას პრეზიდენტიც ჯიუტად 40 მილიონს ითხოვდა, ახლა კი ყველაფერი შეიცვალა.

პეტერ ლიმმა თქვა, რომ მოლაპარაკებები 40 მილიონიდან დაიწყებოდა, ნიუკასლმა კი ჭვკიანურად იმოქმედა და 40 მილიონს ზედ ერთი მილიონი დაურთო, ახლა კი თუ ლიმი სიტყვის კაცია, მაშინ მოლაპარაკებებში უნდა ჩაერთოს.

ცნობისთვის, ნიუკასლის ინტერესის შესახებ საკმაოდ დიდი ხანია იწერება, თუმცა გარდა ამ კლუბისა, იწერებოდა ლონდონის ჩელსის ინტერესის შესახებაც.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი