ჩვენთან მატჩამდე - თურქებმა თავიანთ ვარსკვლავს ვარჯიშზე თითი მოსტეხეს » სპორტის ხაზი

ჩვენთან მატჩამდე - თურქებმა თავიანთ ვარსკვლავს ვარჯიშზე თითი მოსტეხეს

ჩვენთან მატჩამდე - თურქებმა თავიანთ ვარსკვლავს ვარჯიშზე თითი მოსტეხეს
3-06-2024, 16:52
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოსა და თურქეთის მატჩამდე 15 დღეა დარჩენილი, დღეს კი დაიწერა, რომ ჩვენს მეტოქეს შეტევის ერთ-ერთი მთავარი ლიდერი, კერძოდ ენეს უნალი გამოაკლდა.

როგორც თურქები წერენ, უნალმა ფეხის თითი ნაკრების ვარჯიშის დროს მოიტეხა და ის არამხოლოდ საქართველოსთან მატჩს, არამედ მთლიან ტურნირს გამოტოვებს.

27 წლის ენეს უნალი ინგლისის პრემიერ ლიგაში თამაშობს. მან ბორნმუთის მაისური 2023/2024 წლების სეზონში 16-ჯერ მოირგო, რა დროშიც ენესმა 2 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა შეასრულა.

გარდა ინგლისური ბორნმუთისა, უნალს ისეთ გუნდებში უთამაშია, როგორებიცაა ხეტაფე, ვალიადოლიდი, ლევანტე, ვილიარეალი, ტვენტე, ბრედა, გენკი და ბურსასპორი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი