თურქულ მედიაში (Fotomac) გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გალათასარაი მზადაა, რომ მეცს გიორგი მიქაუტაძის სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო გადაუხადოს.
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი მეცმა აიაქსიდან სულ რამდენიმე დღის წინ 13 მილიონი ევროს სანაცვლოდ გამოისყიდა, ახლა კი მოსალოდნელია, რომ ლიგა 2-ში მორიგ ჯერზე დაქვეითებული კლუბი ქართველს უფრო სარფიანად გაყიდის.
გარდა თურქული გალათასარაის ინტერესისა, საკმაოდ ბევრს წერენ ფრანგული წარმატებული კლუბების შესახებაც, რომლებშიც მარსელი, მონაკო, ლიონი და რენი მოიაზრებიან.
შეგახსენებთ, რომ ლიგა 1-ის 2023/2024 წლების სეზონში გიორგი მიქაუტაძემ მეცის მაისურით ჯამურად 14 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემაც შეასრულა.