ფრანგები: "კვარაცხელია არა, ოსიმენი იყიდეთ და გეტყვით რატომ" » სპორტის ხაზი

ფრანგები: "კვარაცხელია არა, ოსიმენი იყიდეთ და გეტყვით რატომ"

ფრანგები: "კვარაცხელია არა, ოსიმენი იყიდეთ და გეტყვით რატომ"
3-06-2024, 12:05
Aa Aa
გაზიარება:

ფრანგულმა გამოცემამ, კერძოდ So Foot-მა სტატია პარი სენ-ჟერმენის პოტენციური ტრანსფერების შესახებ გამოაქვეყნა და პარიზულ კლუბს კვარას ყიდვას ოსიმენის შეძენა ურჩია, ამის მიზეზი კი გამოცემამ ასე ახსნა:

მართალია, რომ ვიქტორ ოსიმენი უფრო ძვირი ჯდება, თუმცა მბაპეს სიცარიელის შემდეგ გუნდს გოლების გარანტია ასე უფრო ექნება. ვიქტორ ოსიმენი 120-130 მილიონი ევრო ღირს, კვარა კი მისი ნახევარი, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ დე ლაურენტისი ხვიჩასადმი პარიზელთა 60-მილიონიან შეთავაზებას დასთანხმდეს.

გარდა ამისა, ხვიჩა ბოლო პერიოდში პროგნოზირებადი გახდა და ისეთი ეფექტური აღარაა, როგორც ეს თავიდან იყო. ასევე, ანტონიო კონტე ახალი ნაპოლის ჩამოყალიბებას სწორედ მის გარშემო აპირებს, პარიზელთა შანსები კი ნელ-ნელა უფრო და უფრო მცირე ხდება.

- წერს ფრანგული გამოცემა.

დროის სვლასთან ერთად ქართველი ფეხბურთელის ნაპოლიში დარჩენის შანსები ძალიან იზრდება. მოსალოდნელია, რომ დე ლაურენტისმა კვარას გაუმჯობესებული კონტრაქტი შესთავაზოს და ახალ სეზონში გუნდი სრულებით მის გარშემო ჩამოაყალიბოს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი