ნიკა კვეკვესკირი: "თუ ბერძნებს ვერ მოვუგებდით, მაშინ ავდგებოდი და.." » სპორტის ხაზი

ნიკა კვეკვესკირი: "თუ ბერძნებს ვერ მოვუგებდით, მაშინ ავდგებოდი და.."

ნიკა კვეკვესკირი: "თუ ბერძნებს ვერ მოვუგებდით, მაშინ ავდგებოდი და.."
3-06-2024, 11:44
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ნაკრების გამოცდილი ფეხბურთელი, ნიკა კვეკვესკირი სტუმრად იმყოფებოდა გადაცემა "ჩვენებში", რომლის წამყვანიც ჟურნალისტი ლაშა დვალიშვილი გახლავთ.

სპორტულ გადაცემაში სტუმრობისას კვეკვესკირმა საბერძნეთის დამარცხება და იმდროინდელი ემოციები ასე გაიხსენა:

საჯაროდ ამას პირველად ვამბობ. იმ შემთხვევაში, თუ ბერძნებს ვერ დავამარცხებდით, თავად ნაკრებში კარიერის დასრულებაზე დავიწყებდი ფიქრს, ოღონდ არა იმიტომ, რომ გუნდისთვის სარგებელს ვეღარ მოვიტანდი, უბრალოდ ეს ბოლო შანსი იქნებოდა ჩვენი თაობისთვის ქვეყნისთვის რაღაც მოგვეტანა როგორც მენტალურად, ისე ფიზიკურად.

ჩემთვის ეროვნული მაისური ნამდვილი აბჯარია და მინდორზე გასული თავს ჯარისკაცად ვგრძნობ. შენი ნაკრების მაისურზე შენივე დროშაა, სადაც ოკუპირებული ტერიტორიებია დატანილი და როცა მას უყურებ, ვერც კი გეტყვით თუ რა გრძნობა გეუფლება.

- თქვა ნიკა კვეკვესკირმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი