სარდალაშვილი და გრიგალაშვილი - JudoInside ოლიმპიადის ფავორიტებზე წერს » სპორტის ხაზი

სარდალაშვილი და გრიგალაშვილი - JudoInside ოლიმპიადის ფავორიტებზე წერს

სარდალაშვილი და გრიგალაშვილი - JudoInside ოლიმპიადის ფავორიტებზე წერს
1-06-2024, 22:25
Aa Aa
გაზიარება:

ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. გრანდიოზული ტურნირის დაწყებამდე კი JudoInside-ი საინტერესო სტატიას გვთავაზობს, სადაც ქართველ ძიუდოისტებს, ტატო გრიგალაშვილს და გიორგი სარდალაშვილის ოქროს მედლის ფავორიტებად მიიჩნევს.

"აღმოჩენებზე ვსაუბრობთ? მაშინ არ უნდა დაგვავიწყდეს გიორგი სარდალაშვილი, რომელმაც აბუ დაბიში, მსოფლიო ჩემპიონატზე 20 წლის ასაკში ოქროს მედალი მოიგო და ყველა გააოცა. ბუნებრივია, ეს ოლიმპიადაა და აქ უფრო ძლიერი და გამოცდილი მოწინააღმდეგეები იქნებიან, თუმცა ის ქარიზმა და ის არსენალი, რაც გიორგის აქვს, ყველა მეტოქესთან შანს აძლევს.

ტატო გრიგალაშვილზე რა უნდა ითქვას... მისი ჭიდაობის სტილი და ტექნიკა გასაოცარია. ამ წონაში ფავორიტები სწორედ გრიგალაშვილი და მატიას კასე იქნებიან. დიდია ალბათობა ფინალში სწორედ ეს წყვილი ვიხილოთ.
"


აღსანიშნავია, რომ ცნობილმა ვებ-გვერდმა ტურნირის ფავორიტებში ლაშა ბექაური არ დაასახელა, არადა ყველას გვახსოვს ქართველი ფალავანის მიერ გაჟღერებული საქართველოს ჰიმნი ოლიმპიადაზე...


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი