რეკორდული 29 ქულა შენგელიას - თორნიკემ ვირტუსი ფინალში გაიყვანა » სპორტის ხაზი

რეკორდული 29 ქულა შენგელიას - თორნიკემ ვირტუსი ფინალში გაიყვანა

რეკორდული 29 ქულა შენგელიას - თორნიკემ ვირტუსი ფინალში გაიყვანა
1-06-2024, 12:43
Aa Aa
გაზიარება:

თორნიკე შენგელიას ვირტუს ბოლონია იტალიის სერია A-ს ფინალშია, რაშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანსა და ლიდერის უდიდესი დამსახურება მიუძღვის.

შენგელიას ვირტუსმა ვენეციას 96:81 მოუგო, თორნიკე შენგელიამ კი საკუთარ ანგარიშზე მთელი 29 ქულა მიითვალა, რაც თოკოსთვის იტალიის ლიგაში სარეკორდო მაჩვენებელია.

შენგელიამ ჯამურად პარკეტზე 32 წუთი გაატარა, რა დროშიც მან 29 ქულასთან ერთად 3 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრაც მიითვალა.

ცნობისთვის, ვირტუს ბოლონია სერია A-ს ფინალში მილანს შეხვდება, რომელთანაც ვირტუსმა ფინალი 1 წლის წინ წააგო.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი