ხვიჩა კვარაცხელია საცხოვრებელ ადგილს იცვლის? | დეტალები » სპორტის ხაზი

ხვიჩა კვარაცხელია საცხოვრებელ ადგილს იცვლის? | დეტალები

ხვიჩა კვარაცხელია საცხოვრებელ ადგილს იცვლის? | დეტალები
5-11-2022, 18:15
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, რამდენიმე დღის წინ, ხვიჩა კვარაცხელიას პირადი ავტომობილი მოპარეს, რომელიც იტალიის პოლიციამ პატრონს რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ დაუბრუნა. აღსანიშნავია, რომ ქართველი ფეხბურთელის ავტომობილს განსაკუთრებული დაზიანებები არ ჰქონია და ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა.

მიუხედავად მშვიდობიანი დასასრულისა, Sky-ს ჟურნალისტი, მასიმო უგოლინი ამბობს, რომ, შესაძლოა, ქართველმა ფეხბურთელმა მომხდარი ინცინდენტის გამო საცხოვრებელი ადგილი მაინც შეიცვალოს. ამჟამად, ხვიჩა კვარაცხელია გუნდის საწვრთნელ ბაზასთან, კერძოდ Castel Volturno-სთან ახლოს ცხოვრობს, რაც ნეაპოლიდან დიდი მანძილითაა დაშორებული.

მასიმო უგოლინის ინფორმაციით, "ნაპოლის" შემტევი აპირებს, რომ უშუალოდ ქალაქ ნეაპოლში გადაბარგდეს, რაც ზედმეტი რისკების ასაცილებლად ნამდვილად კარგი ვარიანტი იქნება.

შეგახსენებთ, რომ დღეს, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" იტალიის ჩემპიონატში "ატალანტას" ესტუმრება, შეხვედრა კი 21:00 საათზე დაიწყება. საგულისხმოა, რომ კვარაცხელია თამაშს წელის ტკივილის გამო დააკლდება, თუმცა ვინ იცის, შესაძლოა, ქართველ ფეხბურთელს ფსიქოლოგიური დამშვიდებაც სჭირდებოდეს, რის გამოც ერთმატჩიანი დასვენება ხვიჩას იდეალურად წაადგება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი