"ბაიერნის" მესვეურები გიორგი მამარდაშვილს აკვირდებიან და მის გადასაბირებლად მუშაობენ, თუმცა პარალელურად, "ჩელსი" ახალი მეკარის ძიებაშია, ქართველი კარის დარაჯი კი კლუბის.
მათ ეს ნამდვილად აერთიანებთ, თუმცა "ნიასლიანი ალბიონის" რადარზე კიდევ სამი მაკარე - ჯეიმს ტრაფორდის, აარონ რამსდეილისა და ფილიპ იორგენსენის სახით.
"ჩელსის" სოციალურ პლატფორმა "x"-ზე ("twitter") ოფიციალური გვერდი აქვს, სადაც გულშემატკივრებში გამოკითხვებს ატარებენ. დღეს კი მათ ერთ-ერთი კითხვაში ქომაგებს აზრის გამოხატვა სთხოვეს, თუ რომელი მეკარე სურდათ ამ ჩამოთვლილი ოთხიდან.
8 საათის შემდეგ გამოკითხვაში ხმების აბსოლიტური უმრავლესობა გიორგი მამარდაშვილმა მიიღო. მას მონაწილეების 57.8%-მა დაუჭირა მხარი. მეორე ადგილზე ჯეიმს ტრაფორდი გავიდა, 15%-ით, მესამეზე ფილიპ იორგენსენი - 14.6, ხოლო მეოთხეზე აარონი - ხმების 12.6 პროცენტით.
კომენტარებსაც რომ გადაავლოთ თვალი, მათი უმრავლესობა ქართველ გოლკიპერს აქებს და მისი სურვა "ჩელსიში" ძალიან სურთ.