ნაპოლის სოციალურ ქსელებში თვის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოზე გამოკითხვა დასრულდა - მარტის საუკეთესო მოთამაშედ ხვიჩა კვარაცხელია დასახელდა!
ამ თვეში ქართველის გუნდმა 4 შეხვედრა გამართა ( უდინესე, ბოლონია, ფიორენტინა და ლეჩე), თუმცა ვერც ერთი ვერ მოიგო, ერთხელ დამარცხდა, სამჯერ ფრედ ითამაშა.
მაისის თვეში კვარაცხელიას ანგარიშზე ერთი გოლია, თან რა გოლი... ქართველმა ფიორენტინასთან უზადო ჯარიმა შეასრულა და გუნდს ქულა მოუპოვა. გატანილი გოლის კარდა, ახალგაზრდა ვინგერი ყველა შეხვედრაში პარტენოპეის რიგებში საუკეთესო გახლდათ, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ გულშემატკივრებმა საუკეთესოდ სწორედ ის დაასახელეს.