მიუხედავად ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ნაპოლის ცუდი გამოსვლისა, ხვიჩა კვარაცხელია მაინც საუკეთესოთა შორისაა.
კერძოდ, 90 MIN-ის ცნობით, ქართველ ფეხბურთელს 2023/24 წლების ჩემპიონთა ლიგის სეზონში წარმატებული დრიბლინგების მხრივს მეორე საუკეთესო შედეგი აქვს.
ახალგაზრდა შემტევი ისეთ მოთამაშეებს უსწრებს, როგორებიც რაფა ლეაუ, გაბრილე მარტინელი და ბრედლი ბარკოლა არიან. ხვიჩაზე წინ ამ ასპექტში მხოლოდ ჯეიდონ სანჩოა.