ჰანსი ფლიკისთვის ბარსელონაში ხელშეუხებელი 3 ფეხბურთელი იქნება » სპორტის ხაზი

ჰანსი ფლიკისთვის ბარსელონაში ხელშეუხებელი 3 ფეხბურთელი იქნება

ჰანსი ფლიკისთვის ბარსელონაში ხელშეუხებელი 3 ფეხბურთელი იქნება
31-05-2024, 17:55
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, ბარსელონას ჩავი ერნანდესი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვა და მის ადგილას გერმანელი ჰანსი ფლიკი ოფიციალურად დანიშნა.

ესპანური მედიის ინფორმაციით, ფლიკისთვის ბარსელონაში ხელშეუხებელი ამ ეტაპისთვის მხოლოდ სამი ფეხბურთელია და ესენი არაუხო, დე იონგი და პედრი არიან.

გარდა ამისა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ფლიკმა გერმანელებთან თანამშრომლობა შეწყვიტოს, რაც იმას ნიშნავს, რომ ტერ შტეგენსა და გიუნდოგანს სათამაშო წუთები გარანტირებულად ექნებათ.

ჰანსი ფლიკმა ბარსელონასთან ხელშეკრულება 2026 წლამდე გააფორმა. ის აქამდე ბაიერნსა და გერმანიის ეროვნულ ნაკრებში მუშაობდა. ფლიკს საკლუბო დონეზე ჩემპიონთა ლიგა აქვს მოგებული და ეს სწორედ ერთ-ერთი მიზეზია თუ რატომაც დაინიშნა ის კატალონიის ბარსელონაში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი