ფრანგი იუთუბერი: "საქართველო ამ ჯგუფს დაძლევს, ვეღარ ვითმენ მათ ნახვას" » სპორტის ხაზი

ფრანგი იუთუბერი: "საქართველო ამ ჯგუფს დაძლევს, ვეღარ ვითმენ მათ ნახვას"

ფრანგი იუთუბერი: "საქართველო ამ ჯგუფს დაძლევს, ვეღარ ვითმენ მათ ნახვას"
31-05-2024, 14:08
Aa Aa
გაზიარება:

ფრანგმა იუთუბერმა, რომელსაც საფეხბურთო კონტენტი აქვს, ევრო 2024-ის ჯგუფები შეაფასა, F ჯგუფში მოხვედრილი საქართველო კი მომდევნო ეტაპზე გაიყვანა.

"მოდით, განვიხილოთ ევრო 2024-ის დებიუტანტი საქართველო, ოღონდ არა ამერიკის შტატი, ვსაუბრობ ევროპის ქვეყანა საქართველოზე, რომელსაც ბოლო პერიოდში საოცარი პროგრესი აქვს. მათ რამდენიმე ვარსკვლავი ჰყავთ. მაგალითად, ერთ-ერთი მეკარე მამარდაშვილია, რომელიც, წესით ამ ზაფხულს დიდი თანხის სანაცვლოდ გაიყიდება. რა თქმა უნდა, სახსენებელია ხვიჩა კვარაცხელიაც, რომელიც გასულ სეზონში მსოფლიოს საუკეთესო გარემარბი იყო. მისი ნახვა ევროზე ძალიან მაინტერესებს და ვეღარ ვითმენ."

"საქართველოსთვის სტანდარტული საკვალიფიკაციო ეტაპი არც ისე კარგი გამოვიდა, რადგან მათ მხოლოდ 0-ქულიან კვიპროსს აჯობეს. მიუხედავად ამისა, ერთა ლიგა ქვეყანას მხსნელად მოევლინა, რომლის ფარგლებშიც მათ ჯერ სოლიდური ლუქსემბურგი, შემდეგ კი თვით საბერძნეთი დაამარცხეს და ფინალურ ეტაპზე დამსახურებულად კვალიფიცირდნენ."

"მოკლედ, საქართველოს ევროზე არანაირი წნეხი არ ექნება და სწორედ ესაა ფაქტორი, რის გამოც, მგონია, რომ ისინი ჯგუფს დაძლევენ. ამ ოთხეულში პირველზე პორტუგალიას გავიყვან, მეორე ადგილით კი 1/8-ფინალში საქართველო უნდა გავიდეს"
, - თქვა ფრანგმა იუთუბერმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი