გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფრანგულმა მეცმა გიორგი მიქაუტაძე ამსტერდამის აიაქსიდან 13 მილიონი ევროს სანაცვლოდ გამოისყიდა.
სხვადასხვა სოც.ქსელში, მაგალითად აიაქსის ფანების Facebook-ჯგუფში და პლატფორმა X-ზე (ძველი თვითერი) ტრანსფერის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას განსხვავებული რეაქცია მოჰყვა.
მაგალითად, გულშემატკივართა ნაწილს მიაჩნია, რომ მიქაუტაძის უკან გაშვება სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან ქართველს აიაქსში ისედაც არ უნდა ეთამაშა. აი, როგორ რეაგირებენ ნიდერლანდელები ამ სიახლესთან დაკავშირებით:
"არაფერი გამორჩეული, ისედაც უაზრო ტრანსფერი იყო და ამით არაფერი შეიცვლება"
"ბოლო სატრანსფერო ფანჯარა ყველაზე საშინელი რამ იყო, რაც კი ოდესმე აიაქსში მინახავს. ამიტომ, სწორია, ის უკან უნდა გაეშვათ"
"შანსი საერთოდ არ მიუღია, მაგრამ თუ შემოდიოდა, განსაკუთრებულს ვერაფერს აკეთებდა"
"გული არ დამწყდება, რადგან ჩვენს რიგებში არაფერი შეუქმნია"
"მეცში უამრავი გოლი გაიტანა, ჩვენთან კი ვერაფერი ქნა. ნუთუ ეს ყველაფერი მხოლოდ მისი ბრალია?"
"წლების მერე თუ მკითხავენ, რომ აიაქსის ერთ-ერთი უადგილო ფეხბურთელი გავიხსენო, მას დავასახელებდი", - წერენ აიაქსის ფანები.