რუსეთის ეროვნულ ნაკრებში მოთამაშე ცენტრალური მცველი, გიორგი ჯიქია უგუნდოდაა დარჩენილი და მის შესახებ სხვადასხვა ტიპის ინფორმაცია ვრცელდება.
ზოგიერთი წყაროს მტკიცებით, ჯიქია ყოველწლიურად მაღალ ხელფასს ითხოვს და შესაბამისი პირობებით საკუთარ თავს რამდენიმე კლუბს სთავაზობს, რაც მოსკოვის ლოკომოტივის დამრიგებელმა საჯაროდ უარყო:
"გიორგი ჯიქია საკმაოდ მაღალი დონის ფეხბურთელი და პროფესიონალია. ვიღაცები ამბობენ, რომ დიდი ხელფასის მოთხოვნით ჯიქია საკუთარ თავს სხვადასხვა კლუბს სთავაზობს, რაც მტკნარი სიცრუეა", - თქვა მიხაილ გალაკტიონოვმა.
30 წლის გიორგი ჯიქიას ისეთ კლუბებში აქვს ნათამაშები, როგორებიცაა სპარტაკ ნალჩიკი, ხიმიკი, ამკარი და მოსკოვის სპარტაკი.