ლიგა 1-ის პირველ საფლეიოპო მატჩი გიორგი მიქაუტაძის მეცი გასვლაზე სენტ-ეტიანთან 2-1 დამარცხადა.
სტუმრები შეხვედრაში მალევე, მე-19 წუთზე დაწინაურდნენ, ტაიმის ბოლოს კი მეცმა ვან დერ ჰერხოვის გოლით გაათანაბრა. მეორე ტაიმში ორივე გუდნი აქტიურად თამაშობდა, თუმცა "მწვანეებმა" უპირატესობა მაინც მოიპოვეს და ამ თამაშში გამარჯვების მომტანი გოლი 80-ე წუთზე გაიტანეს.
90 - წუთის ამოწურვის შემდეგ, SofaScore-მა ფეხბურთელები ჩატარებული მატჩის მიხედვით შეაფასა - ქართველმა ფორვარდმა შეფასების სახით 6.6 ქულა დაიმსახურა.
განმეორებით შეხვედრას მეცი 2 ივლისს გამართავს და ლიგა 1-ში დაბრუნებას შეეცდება.