ავსტრიაში ჩასული საქართველოს ნაკრები დღესაც ვარჯიშობდა, რა დროსაც ჟურნალისტებმა ლევან შენგელიასგან ინტერვიუ აიღეს.
ლევანი საბერძნეთთან შეხვედრაში დაზიანდა, რის გამოც რეაბილიტაციის პერიოდის გავლა მოუწია.
"აქ კარგ პირობებში ვემზადებით. ჯერ სრული შემადგენლობა არ გვყავს, რადგან ზოგიერთ ჩვენგანს სეზონი ჯერ არ დაუსრულებია. ავსტრიის ვითარება საშუალებას გვაძლევს ევროპის ჩემპიონატისთვის სათანადოდ მოვემზადოთ.
"ამ სამზადისის ემოციები ძალიან დიდ ბედნიერებას გვგვრის. მსგავსი დონის ტურნირისთვის პირველად ვემზადებით.
"ვფიქრობ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ტრავმის შემდეგ თამაშსაც შევძლევ. ნაკრების დასახმარებლად მაქსიმუმს გავიღებ", - აცხადებს შენგელია.