ნოიერი თუ ტერ-შტეგენი - ვინ იქნება გერმანიის პირველი მეკარე ევროპაზე » სპორტის ხაზი

ნოიერი თუ ტერ-შტეგენი - ვინ იქნება გერმანიის პირველი მეკარე ევროპაზე

ნოიერი თუ ტერ-შტეგენი - ვინ იქნება გერმანიის პირველი მეკარე ევროპაზე
30-05-2024, 21:01
Aa Aa
გაზიარება:

გერმანიის ნაკრების მთავარ მწვრთნელ იულიან ნაგელსმანს ჰკითხეს, თუ ვინ იქნებოდა მათი სასტარტოს მეკარე, მან კი ასეთი პასუხი გასცა.

"ტერ შტეგენს ვუთხარი, რომ ჩვენ მსოფლიოში საუკეთესო მეკარე გვყავს, რის გამოც ძალიან მიხარია. ევროპაზე პირველ კარის დარაჯად მანუელ ნოიერი გვეყოლება", - აცხადებს გერმანელი მწვრთნელი.

მანამ სანამ ნოიერი ტრავმას იშუშებდა, "ბარსელონას" გოლკიპერი მარკ ანდრეა ტერ-შტეგენი გერმანელების პირველი მეკარის სტატუსით სარგებბლობდა, მაგრამ მანუელი კარგ ფორმაშია და ევრო 2024-ზე გერმანელთა კარს სწორედ ის დაიცავს.

მიმდინარე სეზონში ნოიერმა 33 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელშიც 43 გოლი გაუშვა და კარი მშრალად 11 მათგანში შეინახა.

რაც შეეხება ტერ შტეგენს - 36 მატჩში გაშვებული 37 გოლი და 17 მშრალად შენახული კარი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი