დუბლიორად დაქვეითებიდან გმირობამდე - ზივზივაძის ურთულესი გზა » სპორტის ხაზი

დუბლიორად დაქვეითებიდან გმირობამდე - ზივზივაძის ურთულესი გზა

დუბლიორად დაქვეითებიდან გმირობამდე - ზივზივაძის ურთულესი გზა
30-05-2024, 19:45
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ბუდუ ზივძივაძემ გულშემატკივარს თავი ძალიან შეაყვარა. თუმცა ამ მომენტამდე მოსასვლელად მან ურთულესი გზა გაიარა.

გავიხსენოთ პერიოდი, როდესაც იგი „ფეჰერვარში“ გამოდიოდა და „უიპეშტთან“ მატჩის შემდეგ ყოფილ თანაგუნდელთან მივიდა, რათა მაისური გაეცვალა. შესაძლოა ამ ქმედებაში ცუდად არაფერი ჩანს, მაგრამ სინამდვილეში ეს მოწინააღმდეგ ბუდუს კლუბისთვის ყველაზე პრინციპული გუნდის ფეხბურთელი აღმოჩნდა.

ამის შედეგად ქართველ ფეხბურთელებს გულშემატკივარი ძალიან გაუწყრა და ადმინისტრაციამ იგი დუბლიორებში გადაიყვანა, თუმცა ბუდუ ამას არ დასჯერდა.

მისი აგენტის დახმარებით იგი „კარლსრუეში“ გადაბარგდა, მაგრამ იდეალურად ყველაფერი იქაც არ მიდიოდა. მიუხედავად იმისა, რომ 4 თვეში 7 გოლი გაიტანა, მთავარმა მწვრთნელმა მაინც სათადარიგოთა სკამზე გადასვა.

ერთადერთი მიზეზი, რის გამოც მას კონკურენტს ამჯობინებდნენ, მისი სიმაღლე იყო, რადგან ბუდუ შედარებით უფრო დაბალი გახლდათ.

ასმი პარალელურად ბუდუმ სანაკრებო პაუზის დროს უმაღლეს დონეზე ითამაშა და მწვრთნელის ნდობაც მოიბრუნა. გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში სეზონი 12 გოლით დაასრულა, რითც ლევან კობიაშვილისა და ალექსანდრე იაშვილის მიღწევები გააუმჯობესა (10-10 გოლი).

როდიდან მიიქცია მან ნაკრების ყურადღება? როცა იგი "სამტრედიის" რიგებში გამოდიაოდა. სანაკრებო დებიუტი 2017 წლის 23 იანვარს გამართა უზბეკეთის წინააღმდეგ, როდესაც ქართველები მეტოქეს ანგარიშით 2-2 დაუზავდნენ.

მას შემდეგ ბუდუმ ნაკრებშ 25 მატჩში მიიღო მონაწილეობა, აქედან 21 ვილი სანიოლის თაოსნობით, სადაც 7 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი.

ივნისში ზივზივაძე შეეცდება საქართველოს ნაკრების სახელით ევროპის ჩემპიონატზე გუნდი რაც შეიძლება შორს გაიყვანოს. აქამდე მოსასვლელად კი მან ლომის წვლილი გაიღო როგორც ლუქსემბურგთან, სადაც დუბლი გაიფორმა, ასევე ბერძნებთან, სადაც მშვენიერი პერფომანსი გვაჩვენა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი