"ბოლონიამ" მესამე 1/2 ფინალურ დაპირისპირებაში საკუთარ მოედანზე შეხვედრა "ვენეციასთან" ჩაატარა და ანგარიშით 73-78 დამარცხდა.
მასპინძლების რიგებიდან საუკეთესო საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია გახლავთ, რომელმაც თამაში ძირითადი ხუთეულიდან დაიწყო.
მოედანზე გატარებულ 21 წუთში 17 ქულა, 2 მოხსნა და 2 ასისტი მიითვალა აქტივში, თუმცა ეს გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.
შენგელიას გუნდმა სერია ა-ს პირველ ნახევარფინალურ დაპირისპირებაში გამარჯვების მოპოვებას შეძლო, მეორეში კი დამარცხდა, მსგავსად მესამისა.
მათ შორის სხვაობა შემცირდა და მომდევნო დაპირისპირება მათ შორის კვლავ ვენეციაში გაიმართება - 31 მაისს.