„სენტ ეტიენის“ მწვრთნელი მიქაუტაძეზე : "მას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ" » სპორტის ხაზი

„სენტ ეტიენის“ მწვრთნელი მიქაუტაძეზე : "მას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ"

„სენტ ეტიენის“ მწვრთნელი მიქაუტაძეზე : "მას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ"
29-05-2024, 13:56
Aa Aa
გაზიარება:

მეცი, სადაც გიორგი მიქაუტაძე თამაშობს, 30 მაისსა და 2 ივნისს ლიგა 2-ის მესამეადგილოსან სენტ ეტიენს დაუპირისპირდება და გაირკვევა, ახალ სეზონში საფრანგეთის ლიგა 1-ში ვინ ითამაშებს.

ამ მატჩამდე სენტ ეტიენის მთავარი მწვრთნელი ოლივიე დალ ოლიო ჟურნალ Weekend Sports Mercato-ს ესაუბრა და საქართველოს ნაკრების თავდამსხმელზე, გიორგი მიქაუტაძეზე საინტერესო რამ განაცხადა:

„მიმაჩნია, რომ მეცთან კარგად თამაში და წარმატების მიღწევა შეგვიძლია. ამისთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ მეტოქეს ძლიერი მხარეების გამოყენების შესაძლებლობა არ მივცეთ.

გიორგი მიქაუტაძე მეცის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია. ის არის თავდამსხმელი, რომელსაც ძალიან სწრაფად შეუძლია თამაშში გარდატეხის შეტანა, ჩვენმა ფეხბურთელებმა მას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ. ჩვენი მთავარი ამოცანა მეცის ნახევარდაცვასა და მიქაუტაძეს შორის კავშირის გაწყვეტაა.

ფლანგის მოთამაშეებს ბევრი მუშაობა მოუწევთ, რათა მეცის გარემარბები აიძულონ, უფრო მეტად თავი დაიცვან, ვიდრე შეტევაში ითამაშონ. ეს გაგვიადვილებს ამოცანას და მეტოქის მოთამაშეებს ძალებს გამოაცლი
."


შეგახსენებთ, რომ მეცი პლეი ოფის პირველ შეხვედრას სენტ ეტიენთან 30 მაისს სტუმრად გამართავს, ხოლო 2 ივნისს საპასუხო მატჩში საკუთარ სტადიონზე უმასპიძლებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი