OPTA-ს სტატისტიკა, რომელიც მამარდაშვილის საუკეთესოობას ადასტურებს! » სპორტის ხაზი

OPTA-ს სტატისტიკა, რომელიც მამარდაშვილის საუკეთესოობას ადასტურებს!

OPTA-ს სტატისტიკა, რომელიც მამარდაშვილის საუკეთესოობას ადასტურებს!
29-05-2024, 13:49
Aa Aa
გაზიარება:

ცნობილმა სტატისტიკურმა სააგენტო Opta-მ დაწერა, რომ გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგის 2023/2024 წლების სეზონის საუკეთესო მეკარე იყო, რაც მათ ციფრებში მოყვანილი სტატისტიკური მაჩვენებლებით დაადასტურეს.

მაგალითისთვის, გიორგიზე ბევრჯერ საკუთარი გუნდი ლა ლიგაში გოლის გაშვებისგან არავის უხსნია. როგორც სტატისტიკაში წერია, სრული სეზონის განმავლობაში მამარდაშვილს კარში 145-ჯერ დაურტყეს, მოსალოდნელი გოლების ინდექსი კი 50.3 გახლდათ.

ახალგაზრდა ქართველმა მეკარემ სულ 39 გოლი გაუშვა (Opta-ს სტატისტიკით ავტოგოლი გაშვებულ გოლებში არ მოიაზრება), რაც იმას ნიშნავს, რომ გიორგიმ ვალენსია დაახლოებით 11 დამატებითი გოლის მიღებისგან გადაარჩინა.

OPTA-ს სტატისტიკა, რომელიც მამარდაშვილის საუკეთესოობას ადასტურებს!


შეგახსენებთ, რომ ვალენსიას პრეზიდენტი, პეტერ ლიმი გიორგის 40 მილიონ ევროზე ნაკლებად გაშვებას არ აპირებს, ბოლო პერიოდში კი ყველაზე აქტიურად ქართველს ნიუკასლ იუნაიტედს უკავშირებდნენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი