მზაკვრული ჩანაფიქრი - რა გეგმა აქვს ვალენსიას პრეზიდენტს მამარდაშვილთან დაკავშირებით? » სპორტის ხაზი

მზაკვრული ჩანაფიქრი - რა გეგმა აქვს ვალენსიას პრეზიდენტს მამარდაშვილთან დაკავშირებით?

მზაკვრული ჩანაფიქრი - რა გეგმა აქვს ვალენსიას პრეზიდენტს მამარდაშვილთან დაკავშირებით?
29-05-2024, 12:35
Aa Aa
გაზიარება:

ლა ლიგის 38-ე ტურში გიორგი მამარდაშვილმა ვალენსიას რიგებში საიუბილეო მე-100 შეხვედრა გამართა და როგორც იწერება, ეს მატჩი ქართველი მეკარისთვის სიმბოლურად ბოლო უნდა იყოს, რადგან გიორგის გადაბირებას ზაფხულში არაერთი კლუბი შეეცდება.

ესპანურმა Marca-მ სწორედ ამ თემის შესახებ დაწერა და იმ მზაკვრული ჩანაფიქრის შესახებ გვიამბო, რომელიც ვალენსიას პრეზიდენტ პეტერ ლიმს გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერთან დაკავშირებით გააჩნია:

"პეტერ ლიმი ზუსტად ისე აპირებს მოქცევას, როგორც ის იუნუს მუსას მილანში გაშვების მომენტში მოიქცა. იმ პერიოდში ლიმმა მუსას ტრანსფერი საკმაოდ გააჭინაურა და მილანი დაღლილობის პოზიციამდე მიიყვანა. ვალენსიას პრეზიდენტმა იმდენი ქნა, რომ ტრანსფერი თითქმის ჩააგდო კიდეც, თუმცა იტალიელები მოთხოვნილ 20 მილიონზე საბოლოოდ მაინც დაითანხმა, არადა მილანელები ამდენის გადახდას თავიდან სულაც არ გეგმავდნენ."

"ვალენსიას პრეზიდენტი მამარდაშვილთან დაკავშირებით ზუსტად ანალოგიურის გაკეთებას აპირებს. ლიმმა უკვე თქვა, რომ 40 მილიონ ევროზე ნაკლებად ქართველ მეკარეს არსად გაუშვებს, პოტენციური მოლაპარაკებები კი საჭიროების შემთხვევაში სწორედ ისევე გაიწელება, როგორც ეს მუსას შემთხვევაში მოხდა"
, - წერს ესპანური გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში გიორგი მამარდაშვილს ნიუკასლ იუნაიტედს უკავშირებენ, თუმცა Marca იმასაც წერს, რომ ინგლისურ კლუბთან მოლაპარაკებები დაწყებულიც კი არ არის.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი